LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვები ესროლეს, შემდეგ მანქანა დააჯახეს” – სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ, დაკავებულია 1 პირი

96
BeFunky-collage (6)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა, ბრალდებული კი სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს.

დაზარალებულის ახლობლებიის ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და სატელეფონო საუბრებით გაგრძელდა. საბოლოოდ ინციდენტი დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა. ახალგზარდას ჯერ მანქანით დაეჯახნენ, შემდეგ უკვე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ხუთი კაცი მოვიდა, ხელით რომ ვერ მოერივნენ, ქვები ესროლეს. შემდეგ მანქანა დააჯახეს, მოკვლა უნდოდათ,”- აცხადებს დაზარალებულის ბიძა იოხამ ყურბანოვი.

ნაცემი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 18 წლის ბიჭს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და წვივის მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია გუშინ, 18 ოქტომბერს ჩაუტარდა.

“ქვები დაუშინეს, სახეზე რომ მოხვდა, გონება დაკარგა, სამჯერ გადაუარეს მანქანით, სახე მთლიანად დალეწილი აქვს” – ამბობს ტელევიზიებთან საუბრისას დაზარალებულის მეზობელი ქამალ ბალიევი.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს მოქმედებები სხვა პირების გამოსავლენად.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები