ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფონზე დაწესებული რეგულაციების გამო შეაჩერა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს აღადგენს.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
ცნობისთვის, Jazeera Airways საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს