ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქუტაშვილსა და პავლიაშვილს დევნილთა მინისტრი , სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხვდებიან.
„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც“,- აცხადებენ მინისტრის აპარატში.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.