LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის

46
182601258-2958779954390940-6465717483483765393-n

Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს.

„პანდემიის გამო ავიაკომპანიას ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე, ბუდაპეშტში მოუხდა, მაგრამ ახლა უკვე ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს იმას, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე. როგორც იცით, ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. დღეისათვის, მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ. ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, ქუთაისისა და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით, Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს,“-განაცხადა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, 1-ელი ივლისიდან ვროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები