ქუთაისში უკრაინელ ტურისტს ეძებენ. დაკარგული ტურისტის პოვნას მისი ცოლი ქუთაისის სხვადასხვა სასტუმროში ცდილობს. მეუღლის დაკარგვის თაობაზე, მისივე თქმით, განაცხადი პოლიციაშიც შეიტანა. ტურისტის თქმით, საქართველოში 3 დღეა, იმყოფებიან.
“მოვიდა გუშინ საღამოს და გვაჩვენა დაკარგული ქმრის სურათი. გვკითხა, ჩვენთან ხომ არ შემოსულა,” – ამბობენ ქუთაისის სასტუმროებში.
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ მათთვის ტურისტის დაკარგის თაობაზე არავის მიუმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.