ნათია ნასარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესია ასახული.
„აქ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. გაოცებული ვარ მისი სიდიდითა და მასშტაბით, სადაც უნდა განთავსდეს მომავალი საუნივერსიტეტო ქალაქი. აქედან გამომდინარე ავრ ძალიან ბედნიერი, როცა წარმოვიდგენ, რამდენი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს და წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს, როგორც განათლების რეგიონულ ჰაბს. 60 000-მდე სტუდენტი მიიღებს ევროპულ და ხარისხიან განათლებას ჩვენი და მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების ერთობლივი მუშაობის შედეგად. პროექტი დასრულდება 2020 წელს და ის 1 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებულია ფონდი „ქართუს“ მიერ. თავს უფლებას მივცემ და მოვუწოდებ ჩვენს ღლიცინა პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ მავნებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება ჩემი და მომავალი თაობის განვითარებასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება მთავრობას, შევახსენებ, დროულად მოუფიქრონ შესაბამისი დანიშნულება საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობას, რადგან ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც იმსახურებს ძალიან ბევრი კულტურული და ინტელექტუალური დაწესებულების არსებობას“.
როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, 18 სექტემბერს იგეგმება სამუშაო პროცესის პრეზენტაცია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ადგილზე მიმდინარე სამუშაობის დათვალიერება.