LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს – “ქართველთა მარშის” მორიგი პროტესტი

142

ქართული მარშის წევრებმა ქუთაისში სტადიონზე კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გამოყენება და ტრიბუნაზე ლგბტ-ის ფერადი დროშაც დაწვეს. ისინი კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.ქართული მარშის წევრების გამოჩენამ სტადიონზე დაძაბულობა გამოიწვია. სტადიონის დაცვამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სტადიონზე შესასვლელები ჩაკეტა.ამან პროტესტი გამოიწვია გულშემატკივრებშიც და ქართული მარშის წევრებშიც. საბოლოოდ, დაცვამ სტადიონის ერთი შესასვლელი გახსნა და ბილეთის მქონე ყველა გულშემატკივარს მატჩზე დასწრების საშუალება მიეცა. ამ დროს სტადიონის პერიმეტრზე ქართული მარშის წევრების ნაწილი შეიჭრა. დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები