Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქუთაისში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

120
Smart ქუთაისი

ქუთაისში, ნიკეას ქ. #16-ში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. შესაბამისად, „ვისოლი“ მომხმარებელს უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ სშუალო ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე.  ახალი ფორმატის გადახდის სისტემით, ქუთაისის ობიექტი მეორეა ოქროყანაში, გასულ წელს გახსნილი „ვისოლის“ კომპლექსის შემდგომ.   

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითარეთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად, დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლია. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა, „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ქუთაისში „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, ახალი ინფრასტრუქტირის შექმნა მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სეზონური მგზავრებისათვის“, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ახლადგახსნილ „სმარტში“ 15-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი ფორმატის ობიექტის გაყიდვების წასახალისებლად „ვისოლი“ მომხმარებლებს საწვავზე დამატებით 5 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს. უფრო მეტიც, 20 ლარის ღირებულების საწავის შეძენისას მათ „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის გამაგრილებელი გაზიანი სასმელი „პაშა“ ელით საჩუქრად.

შეგახსენებთ, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან, თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები