LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სამმა პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა – ერთი დაკავებულია

60
Untitled design (17)

პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, “თიბისი ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ტარდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები