LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სამკერვალო საწარმო ,,იმერი”ფართოვდება

1291

ქუთაისში  სამკერვალო საწარმო ,,იმერი” ფართოვდება. კომპანია გაფართოებას სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გეგმავს.

საწარმოში ამ ეტაპზე 450 თანამშრომელი მუშაობს. დამატებითი შენობის რეაბილიტაციის შემდეგ კი სამკერვალო საამქრო კიდევ 200 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმოს დირექტორის მაია სიმონიძის თქმით, ,,იმერი“ თანამშრომლების მისაღებად ვაკანსიებს 20 სექტემბრიდან გამოაცხადებს.

ცნობისთვის,  ,,იმერს” საქმიანობის 90-წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ექსპორტს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ახორცილებს. გარდა ამისა, სამკერვალო კომპანია  1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ,,ლებეკთან”, რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები