LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, საკეისრო კვეთის დროს ორსული, 19 წლის გოგო გარდაიცვალა

86
კლინიკა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა.

კლინიკაში ამ ეტაპზე მომხდარზე არ საუბრობენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდიდან შეიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები