LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა

261
შსს-პოლიცია-e1546268250748

ქუთაისში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით 17-მდე ჭრილობა მიაყენა. 37 წლის ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა პირველ აპრილს, საღამოს მოხდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მეზობლებმა იპოვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა. ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცის ცხედარი მის მშობლიურ სოფელ ხობშია გადასვენებული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 11 პირმა 109 მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები