Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქუთაისში პარლამენტთან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იკრიბებიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში პარლამენტთან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იკრიბებიან

127

ამ წუთებში მოქალაქეები ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ტელეკომპანიასან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ “ხელი აიღონ “რუსთავი 2″-ის დახურვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე”.

ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავის 2”-სა და ტელეკომპანია “საქართველოს” წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს გაიმართება, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 2 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება,” – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები