LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მრავალი მცდელობის შემდეგ დაკიდებული დროშა ისევ ქარმა დააზიანა

115
BeFunky-collage (6)

ქუთაისში დროშის დაკიდების თემა კვლავ აქტუალურია. საქმე ისაა, რომ ნიკეას ქუჩაზე მერიის მიერ აღმართული დროშა ქარმა ისევ დააზიანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დროშა ბოლოს 2 ოქტომბერს შეცვალეს და ის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინა დროშა ქარმა წაიღო.

ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას მერია 2 წელიწადზე მეტ ხანს ცდილობდა, თუმცა ამას ყველა ჯერზე სხვადასხვა გარემოება უშლიდა ხელს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს იყო ტენდერების ჩაშლა თუ ნიადაგის შეუსაბამობა.

საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.  საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

ფოტო:kutaisipost

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები