ქუთაისში, სამხარეო პოლიციის სამმართველოში ტყიბულელი მეშახტეების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლების შეკითხვებს მინდელის შახტის ოსტატ-ამფეთქებლები პასუხობენ.
მინდელის შახტში შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკითხვები რამდენიმე დღის წინ ტყიბულის პოლიციაშიც ჩატარდა.
16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.