დღეს დილით მდინარე რიონში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ მდინარიდან მამაკაცის გამოყვანა შეძლეს, ის თავდაპირველად კონტაქტურიც იყო, თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უკვე დაწყებულია.