LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში კორონავირუსით სპორტის მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა

69
javaxadze

ქუთაისში კორონავირუსით სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

ექიმების თქმით, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მედიკოსების მხრიდან მისი მდგომარეობა მიერ თავიდანვე მძიმედ იყო შეფასებული.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 158154.

ბოლო 24 საათში გაარდაიცვალა 37 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთორაოდენობაა 1462.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2306 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა – 129210 პაციენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები