საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღითიდღე იმატებს. მათ შორისაა 102 წლის ბებო, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განიკურნა.
გალინა ბებო ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძე ამბობს, რომ 102 წლის ბებო კლინიკას ხვალ დატოვებს.
„102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. მას კლინიკიდან ხვალ გავწერთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 10 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც”, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძე.
იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.