LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

114

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. მათი თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.

ქუთაისის მერიის განცხადებით, 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ. მათი ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში გარევაჭრობის საკითხის მოგვარების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა მეორე ეტაპზე გადადის, რაც გარეუბნების მოწესრიგებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები