ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი, გიული კირთაძე აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოს, სადაც ასახულია პატარა ბავშვის გადარჩენის პროცესი ქართველი ექიმების მიერ – პატარას გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი ამუშავება შეძლეს:
„სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში რომ გაიმარჯვებ, გაჩერებული გული დაიწყებს ფეთქვას, სულ პაწუა, უსუსური, ისევ სუნთქავს, ისევ იბრძვის მოვლენილი დედამიწაზე.
იცოცხლოს, ისუნთქოს და უბრალოდ იცოცხლოს!..“
ამ შემთხვევას ასევე აღწერს არჩილ ჯალაღონია:
„40 წუთი მიდიოდა გულის მასაჟი, ზუსტად 40 წუთის შემდეგ აღდგა გულის მუშაობა… როდესაც ფონენდოსკოპიც მოვისმინე გულისცემა, სიხარულისაგან მეგონა ღმერთი უკრავდა ამ ხმასო”- მითხრა რეანიმატოლოგმა მესხმა.
სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანების მიმართ მადლიერების გამოსახატად…
მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ პატარას, ღმერთი მისკენ…“