LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედები დაიდგმება

149

ქუთაისში, პროექტ “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში, სპეციალური ველოსიპედები დამონტაჟდება, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ”ენერგოპლატფორმა” ავრცელებს.

მისივე ცნობით, ველოსიპედების მშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია და მეორე მხრივ, დატენოს ნებისმიერი ნივთი: მობილური, ლეპტოპი და სხვა მოწყობილობა.

სულ სამი ასეთი ველოსიპედი დაიდგმება – ორი წინასწარ შერჩეულ სკვერში, ერთი კი პროექტის ორგანიზატორის #RICDOG-ის ოფისში.

ცნობისთვის, ”ენერგოპლატფორმის” მიზანია ფართო აუდიტორიას გააცნოს ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ, გაუწიოს საზოგადოებრივი ლობირება ენერგეტიკულ დარგს, ხელი შეუწყოს ენერგოსექტორის როლის წარმოჩენას ქართულ ეკონომიკაში, შეისწავლოს და გააშუქოს ენერგეტიკის საკითხები პოპულარული ენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები