LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

254
BeFunky-collage - 2020-09-17T170116.365

დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ქუთაისში 2 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

“ფორტუნას” ინფორმაციით, ადგილზე სარკინიგზო ძაბვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, გარდაცვლილები ამავე ობიექტის მუშები არიან.

ინფორმაცია 2 ადამიანის გარდაცვალების შესახებ დაადასტურეს შსს-ში. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

“გამოძიება დაწყებულია 240 პრიმა მმუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის  მოსპობა”, – განმარტავენ შსს-ში.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა. 

გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები