ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში “ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, საჭესთან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამივე დაშავებული სასწრაფომ დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.