ქუთაისში 34 წლის ქალი მე-11 შვილის დედა გახდა. ინფორმაციას კლინიკა “ბომონდი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ბაღდათელ მარეხ ბაზაევს 6 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავს და მეთერთმეტე შვილი ვაჟი შეეძინა.
“ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო რომ აამაღლებს. “კლინიკა ბომონდში” დედას მე-11 შვილი შეეძინა. მარეხ ბაზაევი მე-11 შვილის დედა 34 წლის ასაკში გახდა. მარეხს 6 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავს. მე-11 შვილი კი ვაჟია. ამბობს, რომ მეუღლე დედისერთა ჰყავს, რის გამოც გადაწყვიტეს, მათ შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყოლოდათ.
“17 წლის მყავს უფროსი შვილი. ბაღდათში ვცხოვრობთ. უფროსები მეხმარებიან, რაც შრომას მიადვილებს. რა თქმა უნდა, რთულია მრავალშვილიანი დედობა. მადლობა მინდა გადავუხადო “კლინიკა ბომონდს”, მის გუნდს და ჩემს ექიმს, მარინა ჯიმშელეიშვილს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში”, – ამბობს მარეხ ბაზაევი.
,,მრავალშვილიან დედას კლინიკისგან სიმბოლური საჩუქარი გადაეცა” – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.