LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ყოფილი და ახლანდელი მერი იუმორისტულ შოუებში ერთნაირ ხუმრობას ჰყვებიან (ვიდეო)

488
mayors

ლევან ქემოკლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას შალვა რამიშვილთან სტუმრობა და ქუთაისის ახლანდელი მერის, გიორგი ჭიღვარიას მცირე ხნის წინ, გიორგი გაბუნიას იუმორისტულ შოუში („იმედი“) გამოსვლაა ასახული.

როგორც შეამჩნევთ, ისინი ერთსა და იმავე სახუმარო ამბავს ჰყვებიან ქალზე, რომელიც დაფინანსების მიღები სურვილის გამო მზადაა, ლექსების წერა დაიწყოს.

როგორც ლევან ქემოკლიძე წერს:

„ვიდეოში რასაც ნახავთ ყველას შოკში ჩაგაგდებთ.:) ახალი წლის მისალოცი ტექსტი ხომ სხვას მოპარა… ახლა იუმორი მოიპარა:))). პ.ს ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ორივე უსაქმური მერი, რამიშვილის დაწერილი იუმორით გვაყვარებდა და გვაყვარებს თავს…“

ლევანის ამ სტატუსს ქუთაისის კოლორიტი, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუმორისტულ შოუებში ნახსენები ქალბატონი მერიაში მსგავსი თხოვნით ყოველ წელს მიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები