ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს – ინფორმაციას გვერდი “Bidzina Ivanishvili for Georgia” ავრცელებს.
2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.
თბილისში მშენებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 511 ათასი ლარია. საუბარია ბობ უოლშის ქუჩიდან მშენებარე ინსტიტუტის ეზომდე მისასვლელ გზაზე. ტექნოლოგიურ ინსტიტუტს „ქართუ ჯგუფი“ დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებს. მას საფუძველი 2016 წლის მაისში ჩაეყარა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, […]
ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა, რომ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება.
„ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში, სადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე, სხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი შემოუერთდებიან ჩვენს პროექტს და ძალიან მალე, მათ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ვიხილავთ. გერმანელმა პროფესორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში აქტიურად ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. ის იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი კავკასიის მთელს რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, ეს კი საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, – განაცხადა ჩხეტიანმა.
როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესურასთან შეხვედრას მასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი და ფონდ „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი დაესწრნენ.
ნათია ნასარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ მილიარდი ევროთი აფინანსებს (ვიდეო)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.
იმის გამო, რომ პროექტის დაანონსებიდან უკვე სამი წელი გავიდა, ადგილზე კი ინფრასტრუქტურის მოწყობა ახლახან დაიწყო, იდეა ხშირად გახდა კრიტიკის საგანი.
ნახეთ: 40 ათასი სტუდენტის ნაცვლად, დღეს აქ 40 ათასი ბაყაყია.