LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

243
430114105-798982078927873-7907070908187801947-n-2024-03-05_00-55-59_643795

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა, – აღნიშნულის შესახებ განცხადება აეროპორტის სოციალურ გვერდზე გავრცელდა.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია”, – ვკითხულობთ ტექსტში.

მანამდე საქაერონავიგაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები