ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში, ძლიერი წვიმის გამო წყალი ჩავიდა. დატბორილია პარლამენტის ფოიეც. ასევე, იუსტიციის სახლის და პროკურატურის შენობების სარდაფები.
შეგახსენებთ, იმერეთში დილიდან გადაუღებლად წვიმს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. წყალდიდობის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე საჯარო სკოლაში შეწყდა. იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება .