Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტურმო „მაგნოლიას“ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტურმო „მაგნოლიას“ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა

74
226718608-4262548197168140-8969156716812850838-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია.

სასტუმრო „მაგნოლიას“ შენობას, რომელიც ქუთაისში ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს, პანდემიის მიუხედავად, სასტუმროს ნომრების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია და სტუმრებს შორის ევროპელი ტურისტები სჭარბობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გრძელდება, სასტუმრო „მაგნოლია“ მაღალ დონეზე მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, რომლებიც დროს კომფორტულად ატარებენ და ეს სასტუმროს დატვირთვასაც ეტყობა – სასტუმროში 27 ნომერია და აქედან 80 პროცენტი, როგორც წესი, ათვისებულია. სასტუმროში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. მსგავსი მცირე და საშუალო სასტუმროები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმის მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ასეთ ტურისტულ ობიექტებს ყოველთვის გვერდში დავუდგებით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სასტუმრო „მაგნოლიას“ პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მაქსიმალურმა ჯამურმა თანხამ 445,000 ლარი შეადგინა. სასტუმროს სრული რეკონსტრუქცია 2019 წელს დასრულდა, თუმცა პანდემიის გამო მან ამოქმედება მხოლოდ 2021 წელს შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები