LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

94
ახალშობილი

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა.

არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა.

კლინიკაში ყოფნისას, ახალშობილის დედამ განაცხადა, რომ შვილის შენახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა და იძულებული გახდა დაეტოვებინა, მოგვიანებით კი სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდაჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში შეეთავაზა ყველა საჭირო პროგრამა დედისა და შვილების ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს შვილის დედისაგან განცალკევების საჭიროება.

მათივე ინფორმაციით, დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში.

კლინიკაში მომხდარზე არ საუბრობენ. “ფორტუნა” დეტალებს არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები