ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდაზე აცხადებს. აეროპორტი 2017 წელს 405 456 მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 49%-ით მეტია.
აეროპორტის ინფორმაციითვე, 31%-ით არის გაზრდილი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც და 2017 წელი 1 628 რეისს ითვლის.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტის გაფართოება უკვე დაიწყო. აქვე მიმდინარეობს ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც.