2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 68,061 მგზავრს მოემსახურა, რაც 63 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 223 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 39 %-ით მეტია.