LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყო, უკვე 700 ავტომობილზეა გათვლილი

117
419260993_311338871893962_6495305259843112174_n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო.

ახალი ავტოსადგომი დამატებით 500 ავტომობილზეა გათვლილი. გაკეთდა ახალი წყალარინების სისტემა. ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა.

გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები