ამიერიდან მგზავრებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრებიან ან აქ მოემგზავრებიან, რეისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გაუმარტივდებათ. ქუთაისის აეროპორტს უკვე საკუთარი აპლიკაცია აქვს.
„ჩამოტვირთეთ ქუთაისის აეროპორტის აპლიკაცია: App Store / Play Store: Kutaisi Airport და მიიღეთ ინფორმაცია მარტივად:
? გადაამოწმეთ ავიარეისების სტატუსი და დრო;
? გაეცანით აეროპორტის სერვისებსა და სიახლეებს;
საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.