ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნა 25 მაისისთვის იგეგმება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაისის ოცდახუთისთვის ჩვენ ვიქნებით მზად გავხსნათ ახალი ტერმინალი. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის წინ, 2019 წელში მაქსიმალური იყო ამ აეროპორტზე დატვირთვა ტურისტების. ასევე, ბაზირებული იყო „ვიზეარის“ ორი თვითმფრინავი, კერძო კომპანიებსაც ჰქონდათ დიდი ინტერესი“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ბათუმის აეროპორტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის აეროპორტს მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება შეეძლება, ვინაიდან, ბათუმის აეროპორტის გაფართოება ორი კვირის წინ დასრულდა და 70 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა.