ქუთაისის მაცხოვრებლებს ადგილობრივ აეროპორტამდე მისვლა და უკან წამოსვლა – გაუადვილდებათ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ და პირიქით – იმერეთის ცენტრალური ქალაქიდან მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში, თებერვლის თვეში შემოვა და ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ავტობუსები იქნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული.
სწორედ ეს ავტობუსები ივლის 2020 წლის 1 კვარტალიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებითაც. შესაბამისად, ქუთაისელებს აეროპორტიდან საკუთარი ქალაქის მიმართულებით გადაადგილება გაუმარტივდებათ.