LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოს 12 ულამაზეს აეროპორტს შორისაა

28

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს 12 ყველაზე ლამაზ აეროპორტს შორის დასახელდა. ულამაზესი აეროპორტების სია ვებ-გვერდმა curbed.com -მა გამოაქვეყნა.

„დიდი ფანჯრები ნათელ ინტერიერს ქმნის, საიდანაც კავკასიონი ჩანს, ხოლო ტერმინალის ცენტრში არსებული ხის მსგავსი სტრუქტურა, მგზავრების შეკრების ადგილს წარმოადგენს. აეროპორტის არქიტექტორმა, ბენ ფან ბერკელმა, შენობაში დიდი, გაშლილი სივრცეები დააპროექტა, რაც ძველი მატარებლის სადგურებს მოგვაგონებს,” – წერს ვებ-გვერდი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი ისეთი აეროპორტების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: ბაქოს ჰაიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (აზერბაიჯანი); მადრიდის ბარახას საერთაშორისო აეროპორტი (ესპანეთი); დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (აშშ); კანსაის საერთაშორისო აეროპორტი (იაპონია); პულკოვოს აეროპორტი (რუსეთი); მარაკეშ მენარას აეროპორტი (მაროკო); პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი); ჩატრაპატი შივაჯის საერთაშორისო აეროპორტი (ინდოეთი); კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი (მალაიზია); დედოფალი ელიას საერთაშორისო აეროპორტი (იორდანია) და შენზენის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი). ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები