ქუთაისის აეროპორტი საქართველოში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც საშუალოდ წლიურად უპრეცედენტო – 35%-იანი ზრდით გამოირჩევა. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და მისი წლიური გამტარუნარიანობა, მკვეთრად გამოხატული პიკური დატვირთვების პირობებშიც კი 2,500,000 მგზავრზე მეტი იქნება.
გარდა თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული დიზაინისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის სრულად ავტომატიზებული ბარგის მართვის სისტემით, რომელიც პოლონურმა კომპანია Dimark-მა სპეციალურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დააპროექტა და რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.