LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი 7 წელში 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა

215
aerpo

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლიდან 2019 წლის მარტის, ჩათვლით 2,053,742 მგზავრს მოემსახურამოგზაურებს დაბალბიუჯეტიან მომსახურებას რეგიონში მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი სთავაზობს.

ადგილმდებარეობით საკვანძო მნიშვნელობის აეროპორტი 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერთა შორისაა (საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან).

აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი (ე.წ. Gate), საათში კი 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

https://www.facebook.com/kutaisi.aero/videos/424128225082294/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები