სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ დგება.
მათივე განმარტებით, წინასწარ ოქმის შედგენა არის მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა და აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში.