ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-ბაზელი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აჩერებს, ოფიციალური მიზეზი აღნიშნულ მიმართულებაზე მგზავრების მხრიდან დაბალი აქტივობაა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბაზელის მიმართულებით ბოლო ფრენა განხორციელდება 2019 წლის 18 ნოემბერს.
„მგზავრები, რომლებმაც აღნიშნული მიმართულებით ბილეთები უკვე შეიძინეს, ცვლილების შესახებ ინფორმაციას ელ-ფოსტით მიიღებენ. მათ შეუძლიათ არჩევანი რამდენიმე შესაძლო კომპენსაციას შორის გააკეთონ: შეძენილი ბილეთის ფასის 100%-ით ანაზღაურება, ბილეთის 120%-იანი ანაზღაურება Wizz კრედიტით, ან სხვა მიმართულებით ბილეთში გადაცვლა. Wizz Air გულწრფელად ბოდიშს უხდის მგზავრებს იმ დისკომფორტის გამო, რომელიც შეიძლება ქუთაისი-ბაზელის რეისის გაუქმებამ გამოიწვიოს”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.
შეგახსენებთ, ქუთაისიდან ბაზელის მიმართულებით ფრენა Wizz Air-მა 2019 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.
აეროპორტში მგზავრებს ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ - შვეიცარიაში პირველი ფრენა ცოტა ხნის წინ შესრულდა
კიდევ რა მიმართულებებით დაიწყო პირდაპირი ფრენები