ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის კიდევ ერთი ქალაქიდან იფრენს. ინფორმაციას თავად ავიაკომპანიაზე დაყრდნობით სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14 ივლისიდან FlyArystan შიმქენთი-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, რომელსაც FlyArystan Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. ბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 29,999 ტენგეა.
შეგახსენებთ, FlyArystan დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.