LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-მილანი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

41

მალპენსას აეროპორტი – მილანის ყველაზე მსხვილი ავიაკვანძია და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

2008 წლამდე აეროპორტი ავიაკომპანია Alitalia-ის ძირითადი ჰაბი იყო. მას შემდეგ, რაც ის რომში გადავიდა, მალპენსამ სარეკლამო კამპანია გააჩაღა, რამაც 34 ახალი სამგზავრო და სატვირთო რეისები მოიზიდა.

მილანის აერპორტი ორი ტერმინალისგან შედგება – Т1 და Т2.

ტერმინალი 1 – სამ ზონად არის დაყოფილი 1А, 1В და 1С. 1А შიდა და შენგენის ზონის რეისებისთვისაა, 1В და 1С – არაშენგენის ზონის და ტრანსკონტინენტალური რეისებისთვის.

ტერმინალი 2. განკუთვნილია უშუალოდ ბიუჯეტური EasyJet რეისებისთვის.

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას

 

მომსახურება

მალპენსას აეროპორტში უამრავი მაღაზია და 30-ზე მეტი საკვები ობიექტია. მოკლედ არჩევანიც დიდია და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოც. აეროპორტში არის უფასო Wi-Fi.

მოწევა

მალპენსაში მოწევა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ოთახი/ადგილები მდებარეობს სტერილურ ზონებში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ქუჩაში Т1 და Т2 შესასვლელის სიახლოვეს, სადაც მოწყობილია სპეციალური ურნები.ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები