რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით, გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ90 (ყანობილის ასახვევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.
რომელ საავტომობილო გზებზეა გადაადგილება აკრძალული და სად მოისხნა შეზღუდვა – ბოლო ცნობები