საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 131-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
ცნობისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ღვარცოფის და გამონატანების გამო, გუშინ, ღამის პერიოდიდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.