LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისელმა მოსწავლემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა

4003
ანა

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე ანასტასია ლელაძე, 95%-იანი დაფინანსებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანასტასია ლელაძის თქმით, ჰარვარდამდე გზა ადვილი არ იყო, მაგრამ შედეგმა რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომა გაამართლა.

„მე-9 კლასში ვიყავი, როცა დამრიგებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად SAT-ის გამოცდისთვის მეცადინეობის დაწყება შემომთავაზა. იმ დღიდან ინტენსიურად ვმუშაობდი, აქტივობებს ვგეგმავდი და ვახორციელებდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია. იყო სირთულეებიც, მაგრამ არ შემშინებია. მთავარი მოტივატორი მურათ მასწავლებელი იყო, რომელიც სულ მამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მიმყარებდა“, – ამბობს ანასტასია ლელაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა ამერიკის შეერთებული შტატებში აგვისტოში გაემგზავრება და ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის, რომლის დასრულების შემდეგ, რამდენიმეწლიან პრაქტიკას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები