LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

47
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

“ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ. უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.