LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდებმა მიშლენის რესტორნიდან 200 000 ევროს ღირებულების ღვინო მოიპარეს

34
2345

მიშლენის რესტორნიდან 132 ბოთლი ღვინო მოიპარეს და ნადავლი 200 ათასი ევროს ღირებულებისაა. Insider-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედების სამიზნე მადრიდში მდებარე ცნობილი რესტორანი Coque გახდა.

დაზარალებული დაწესებულება ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მას მიშლენის 2 ვარსკვლავი აქვს. ქურდები შეფ-მზარეულის, მარიო სანდოვალის სამფლობელოში მეზობელი აფთიაქიდან შეიპარნენ. აფთიაქი ამ დროს დაკეტილი იყო.

პოლიცია შემთხვევას იძიებს და ვარაუდობს, რომ ქურდობა წინასწარ იყო შეკვეთილი, რამეთუ ყველაფერი დეტალურად იყო დაგეგმილი და მომზადებული. საკოლექციო ღვინოების სარდაფი Coque-ს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ეს კოლექცია ესპანეთში უძვირესია, რამეთუ 25 ათას ბოთლ უნიკალურ ღვინოს მოიცავს და მეპატრონეები მას 40 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.

ქურდებმა იმ ფაქტითაც ისარგებლეს, რომ რესტორანი კვირას დაკეტილი იყო და ბოთლები მშვიდად გაიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები