საზოგადოებრივი საპირფარეშო ხერთვისში (ჯავახეთი) ტურისტებისთვის და უბრალოდ, მოგზაურებისთვის ერთმანეთისგან არ არის გამოყოფილი. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, ამ საპირფარეშოთი სარგებლობა 50 თეთრი ღირს.
მან ამ სიტუაციას ე.წ. “ვახტანგურიც” დაარქვა. საქართველოში “ვახტანგურს”, ტერმინს ძირითადად ღვინის დალევისას იყენებენ და ეს ორი ადამიანის მიერ სასმლის ერთად დალევას გულისხმობს.
ამ შემთხვევაში კი საპირფარეშოთი სარგებლობა ორ ადამიანს ერთდროულად შეუძლია, გამყოფი კედლის გარეშე.