LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: კერძო სექტორში 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

222

პირველმა ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად წაახალისებს.

მისი თქმით, რეფორმის შედეგად კერძო სექტორში 500 მლნ ლარი და 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის დამატებითი ლიკვიდური აქტივები დარჩება, რაც კერძო სექტორში 40 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. სწორედ ეს მიზანია მისაღწევი, რაც შესაძლებელი იქნება ერთადერთ შემთხვევაში – თუ ჩვენი ქვეყანა გახდება კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ღია ბაზრის პირობებში. საჭიროა, რომ კერძო სექტორმა მეტი ინვესტიციები განახორციელოს, რასაც სამუშაო ადგილების შემქნა მოჰყვება,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმა განსაკუთრებით წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან მსხვილ ბიზნესს ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არც ახლა აქვთ.

მისი ინფორმაციით, მოგების გადასახადის რეფორმის განხორციელება საქართველოს ეკონომიკის ზრდას 1-1,5 პროცენტით დააჩქარებს.